ლას-ვეგასში, „თი-მობაილ არენაზე“ გამართული UFC 323-ის მთავარი დაპირისპირება ქართველი გულშემატკივრისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა.
სუპერმსუბუქი წონის ქართველი ლიდერი, მერაბ დვალიშვილი პეტრ იანთან რემატჩში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
აღნიშნულ ბრძოლას სოციალურ ქსელში უმარ ნურმაგომედოვი გამოეხმაურა:
"ძალიან კარგი ბრძოლა იყო. ვულოცავ პიოტრს ამ გამარჯვებას. ვფიქრობ, 24 იანვრის შემდეგ ყველას ეცოდინება, თუ ვინ იქნება შემდეგი"