ლას-ვეგასში, „თი-მობაილ არენაზე“ გამართული UFC 323-ის მთავარი დაპირისპირება ქართველი გულშემატკივრისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა.
სუპერმსუბუქი წონის ქართველი ლიდერი, მერაბ დვალიშვილი პეტრ იანთან რემატჩში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
ბრძოლის შემდეგ გაამრთულ პრესკონფერენციაზე UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითა მერაბის შესახებ ისაუბრა:
"მერაბ დვალიშვილი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია, ვინც კი მინახავს. თავდაპირველად ჩვენ ერთმანეთს ვერ ვეწყობოდით, თუმცა ახლა მის მიმართ მხოლოდ პატივისცემას ვგძნობ", - თქვა დანა უაითმა.