ლას-ვეგასში, „თი-მობაილ არენაზე“ გამართული UFC 323-ის მთავარი დაპირისპირება ქართველი გულშემატკივრისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა.
სუპერმსუბუქი წონის ქართველი ლიდერი, მერაბ დვალიშვილი პეტრ იანთან რემატჩში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
პრესკონფერენცაიზე იანმა დვალიშვილთან შესაძლო რემატჩზე ისაუბრა:
"იმისთვის რომ ქამრისთვის ბრძოლის შესაძლებლობა ისევ მომცემოდა, UFC-მ მე სამი ბრძოლის გავლა მომთხოვა. ასე რომ, მერაბმა ჯერ უმარი უნდა დაამარცხოს და შემდეგ ჩემთან რემატჩი შესაძლებელი იქნება".