ლას-ვეგასში, „თი-მობაილ არენაზე“ გამართული UFC 323-ის მთავარი დაპირისპირება ქართველი გულშემატკივრისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა.
სუპერმსუბუქი წონის ქართველი ლიდერი, მერაბ დვალიშვილი პეტრ იანთან რემატჩში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
აღნიშნულ ბრძოლას სოციალურ ქსელში ისლამ მახაჩევი გამოეხმაურა:
"მერაბ, შენ ერთ-ერთი უდიდესი მებრძოლი ხარ, ვინც ოდესმე ოქტაგონზე შესულა", - წერს ისლამი.