1 დღის და 1 საათის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"მერაბთან ჩემს პირველ ჩხუბს ვუყურე და.." - პიოტრ იანის კომენტარი

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარს პიოტრ იანის წინააღმდეგ დაიცავს. 

ბრძოლის წინ რუსმა მებრძოლმა, "ქართველ მანქანაზე" ისაუბრა. 

"ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ უკვე 10 წელია, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის ტოპ–3-ში ვიმყოფები. საუბარია მსოფლიოს საუკეთესო ორგანიზაციის რეიტინგზე და ყველა საჭირო უნარი მაქვს, რათა გავიმარჯვო და დავამტკიცო, რა შემიძლია. 

"ხალხისგან მხარდაჭერას არ ველოდები, რადგან ვიცი, ბევრს ჩემი არ სჯერა, მაგრამ აქ იმისთვის ვარ, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს დავუმტკიცო, რა შემიძლია

"მერაბთან გამართულ პირველ ჩხუბს ვუყურე და მისი სხვა ბრძოლებიც გავაანალიზე. 

"როგორც ვთქვი, მაქვს უნარები, რომლებიც საშუალებას მომცემს, სერიოზული პრობლემები შევუქმნა. ამის მჯერა და ვეცდები, ბრძოლის დროს ყველაფერი ვაჩვენო, რაც შემიძლია", - თქვა იანმა.

Facebook კომენტარები