როგორც მოგეხსენებათ, 7 დეკემბერს მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანის წინააღმდეგ UFC-ის საჩემპიონო ქამარს დაიცავს.
ქართველი მანქანისთვის ეს 2025 წელს მეოთხე დაცვა იქნება.
ბრძოლებს, რა თქმა უნდა, თან სდევს წონის კლების პროცესი, რაც ყველა მებრძლისთვის რთული საკითხია.
მერაბმა გამოცემა, ESPN-თან სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ისაუბრა:
"წონის კლება გონების თამაშს ჰგავს. ჩემი წონა ცოტა დიდია, მაგრამ ვიცი ჩავაბარებ. ყოველთვის ვცდილობ ადვილი გზა გამოვნახო, თუმცა, ადვილი არასდროსაა. არ მაინტერესებს რთული იქნება თუ გული წამივა, წონას მაინც ჩავაბარებ. მე შრომისმოყვარე ვარ და ეს მისაღებია".