2 დღის და 8 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ილიას ფანებს არმან ცარუკიანის სწორედ ამ მიზეზის გამო ეშინიათ" - დანიელ კორმიეს განცხადება

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, დანიელ კორმიემ ერთ-ერთ ინტერვიუში ილია თოფურიას მომავალი მეტოქეები განიხილა:

"ვფიქრობ, პადი სახალისოა. მას საბრძოლო სამყაროში ნათელი მომავალი აქვს. მაგრამ, როცა ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო წონის ჩემპიონია, არმანი და ილია საუკეთესო მსუბუქწონოსნები არიან. ეს უკვე სადავო საკითხიც აღარაა. ილიას ჩემპიონობის შემდეგ, მისი ოქტაგონზე ასვლა ცოტა უცნაური იყო, რადგან არ მგონია ჩენდლერის დამარცხებამ ის იმ პოზიციაზე დააყენა, რომ ილიას შეხვდეს.

ცარუკიანი დიდია, ძლიერი, ჭიდაობა იცის, შეუძლია თავსაც დაგესხას. აი, ზუსტად ეს არის მთავარი საფიქრალი ილიას ფანებისთვის. ერთადერთი ვინც ისლამის ბრძოლის მიბაძვა შეუძლია, არმან ცარუკიანია", - განაცხადა კორმიემ.

Facebook კომენტარები