UFC-ის ჩემპიონმა ილია თოფურიამ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას შემდეგი ბრძოლა პედი პიმბლეტთან სურს:
"ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, პიმბლეტთან ვიჩხუბებდი. თუ ქვესაშუალო წონაში ასვლის ნებას არ მომცემენ, პედისთან ჩხუბი მინდა“.
ქართველის ამ განცხადება არმან ცარუკიანი გამოეხმაურა:
"კიდევ უფრო აშკარა შეიძლება იყოს, რომ „ელ პატო“ (ესპანურად იხვი) ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, რათა ჩემთან ჩხუბს თავი აარიდოს?“.