UFC-ის სომეხმა მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო ბრძოლასთან დაკავშირებით ისაუბრა:
"მეგონა, დელა მადალენა თეიქდაუნებისგან დაცვას ხანდახან მაინც მოახერხებდა და ფეხზე წამოდგომას შეძლებდა, თუმცა მან საერთოდ ვერაფერი გააკეთა. ისლამმა აჩვენა, რომ სულ სხვა დონეზე - მან მეტოქის ყველა ძლიერი მხარე გაანეიტრალა და სრული დომინაცია აჩვენა. ხალხს ფინიშის ხილვა სურდა, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით მახაჩევმა ყველაფერი სწორად გააკეთა.
ვფიქრობ, ილიასთან ბრძოლა მახაჩევისთვის უფრო რთული იქნება, ვიდრე დელა მადალენასთან იყო. ილიას გაცილებით უფრო ძლიერი დარტყმა აქვს. დელა მადალენას გაცილებით უფრო ნაკლები ნოკდაუნი აქვს, თოფურიამ თითქმის ყველა მეტოქე დააგდო.
რა მოხდება, თუ კატარში ილია თოფურიას შევხვდები? (22 ნოემბერს ცარუკიანი და ალექსანდრე თოფურია ერთსა და იმავე ღონისძიებაზე იჩხუბებენ) მე არანაირი პრობლემა არ მაქვს არც ილიასთან, არც ჰუკერთან და არც ვინმე სხვასთან, ყველას ჩამოვართმევ ხელს", - თქვა ცარუკიანმა.
