16 ნოემბერს ისლამ მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა და UFC-ს მეორე ქამარს დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ ამ ბრძოლას ჩვენი ჩემპიონი, ილია თოფურია გამოეხმაურა.
"ჩემპიონისგან ეს უდიდესი იმედგაცრუება იყო. ჯეკს სჭირდება ჭიდაობის სწავლა, საქართველოში უნდა წავიდეს.
ისლამ, შენ რაღაც გაკლია, რასაც ვარჯიშით ვერ შეიძენ - ემოცია. შენ ამ სპორტში ყველაზე მოსაწყენი ხარ. ვრწმუნდები, რომ აუცილებლად დაგაძინებ", - განაცხადა თოფურიამ.
