10 საათის და 6 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ვფიქრობ, რომ ილიასთან ბრძოლას მხოლოდ ის იმსახურებს" - ისლამ მახაჩევი

UFC-ის დაღესტნელმა მებრძოლ,ა ისლამ მახაჩევმა გამოცემა ESPN-თან ინტერვიუ ჩაწერა.

მას ჰკითხეს, თუ ვინ უნდა იყოს ილია თოფურიას შემდეგი მეტოქე:

"არმან ცარუკიანმა ჩარლზ ოლივეირასა და ილია თოფურიას ორთაბრძოლა დააზღვია. წონა ჩააბარა და ვფიქრობ, ამის შემდეგ სატიტულო შანსს იმსახურებს, თუმცა არ ვიცი, რა მოხდება. ჩემი აზრით, ილიას მომდევნო მეტოქე არმანი უნდა იყოს. ჩემთან ჩხუბამდე შეცდომა დაუშვა, მაგრამ კვლავინდებურად ნომერ პირველი პრეტენდენტია და საჩემპიონო ქამრისთვის უნდა იბრძოლოს.

იყოს ცარუკიანი ან გეიჯი... ოღონდ არა პედი პიმბლეტი. ვის მოუგო პიმბლეტმა? ტონი ფერგიუსონს და მაიკლ ჩენდლერს? ჩენდლერს ყველა უგებს. აქვს პიმბლეტს შანსი თოფურიასთან? რაღაცების გაკეთება შეუძლია, მაგრამ არ მგონია, დიდი შანსი ჰქონდეს. სიმართლე გითხრათ, პიმბლეტი თოფურიასთვის სერიოზული გამოწვევა არ არის. აი, არმანი კი ძლიერი მეტოქეა, რადგან კარგი ჭიდაობა, სტრაიკინგი და გრეპლინგი აქვს. კარგი მებრძოლია, პიმბლეტი კი არავის სერიოზულ მეტოქეს არ შეხვედრია.“

Facebook კომენტარები