როგორც მოგეხსენებათ, მერაბ დვალიშვილი თავის საჩემპიონო ქამარს პიოტრ იანის წინააღმდეგ დეკემბერში დაიცავს.
ამ ბრძოლასთან დაკავშირებით უმარ ნურმაგომედოვმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"პიოტრ იანთან პირველი ჩხუბის შემდეგ მერაბი გაცილებით უფრო ძლიერია.
"სენდჰეგენთან ბრძოლაში დვალიშვილმა აჩვენა, რომ შეუძლია, მთელი ღამე იჭიდაოს.
"ეს იანისთვის დიდი პრობლემა იქნება. პიოტრი თეიქდაუნებისგან თავს კარგად ვერ იცავს, მაგრამ მერაბის დანოკაუტება შეუძლია.
"თუ ნოკაუტი არ იქნება, მერაბი იანს უბრალოდ დაგლეჯს", - თქვა უმარმა.