UFC-ის მებრძოლმა, შონ ო"მალიმ მერაბ დვალიშვილის გამარჯვების შემდეგ რამდენიმე საინტერესო კომენტარი გააკეთა.
ამერიკელი თვლის, რომ ერთადერთი, ვისაც ქართველი მანქანის დამარცხება შეუძლია თავადაა:
"არ მიყვარს ამის თქმა, მაგრამ ერთადერთი ვარ, ვისაც მერაბის დამარცხება შეუძლია".
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა ო'მალი ორჯერ დაამარცხა - მერაბმა ჯერ სატიტულო ბრძოლაში უშანსოდ მსაჯთა გადაწყვეტილებით იმარჯვა, შემდეგ კი ქამარი ტექნიკურო ნოკაუტით დაიცვა.
შუგამ თავადაც იცის, რომ მერაბი საუკეთესოა, მისი ეს განცხადება ნახევრად ხუმრობითაა ნათქვამი.