3 საათის და 39 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"მიყვარს ის ადამიანები, რომლებსაც ეს სურთ" - რა თქვა დანა უაითმა მერაბ დვალიშვილზე

UFC 320-ის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე დანა უაითმა მერაბ დვალიშვილზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"მერაბი “Looking for a fight”-ზე აღმოვაჩინე. მეტ სერამ მაშინ მითხრა, მერაბი შენი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩემპიონი იქნებაო… 

"ამის დასანახად დრო დამჭირდა, მგონი, სხვებსაც - მასში სულ ეჭვი ეპარებათ. კორი ძალიან გამძლეა და, შეიძლება, ეს დღევანდელი საღამოს ყველაზე სანახაობრივი ბრძოლა არ იყო, მაგრამ მერაბმა დომინანტურად მოუგო

"რა თქვა? დეკემბერში უნდა ბრძოლა? დავილაპარაკებთ…მიყვარს ის ადამიანები, რომლებსაც ხშირად ბრძოლა უნდათ. განსაკუთრებით, თუ ისინი ჩემპიონები არიან. ძალიან მომწონს ეს იდეა", - თქვა UFC-ის პრეზიდენტმა.

Facebook კომენტარები