UFC 320-ის ღონისძიება ნელ-ნელა ახლოვდება. ამ "ივენთზე" მონაწილეობას მერაბ დვალიშვილიც მიიღებს.
ამავე ღონისძიებაზე ვიხილავთ ხალილ რანთრისაც, რომელმაც "ქართველ მანქანაზე" ისაუბრა.
"მერაბის მოსამზადებელი კემპისთვის თვალის დევნება ძალიან საინტერესო იყო. ის საერთოდ სხვა ცხოველია. ხანდახან ვუყურებ და ვერ ვხვდები, ამდენი ენერგია საიდან აქვს.
"მას ვეუბნები: „მერაბ, გუშინ გიყურებდი და 6-რაუნდიანი სპარინგები გამართე. რანაირად ახერხებ, რომ მეორე დღესაც ისევ 6-რაუნდიან სპარინგს მართავ და ისევ ყველაფერს აკეთებ, რაც შეგიძლია?“
"მერაბს უდიდესი ენერგია აქვს. სიმართლე გითხრათ, მის გვერდით ყოფნა შთამაგონებელია, რადგან მისნაირი მებრძოლები ძალიან ცოტანი არიან", - თქვა რანთრიმ.