1 დღის და 22 საათის წინ
სახელი უცნობია
Aa

შური ალაპარაკებთ - რა განცხადება გააკეთა რუსმა მებრძოლმა ილიაზე

UFC-ის ყოფილმა და ამჟამად, ცნობილი საბრძოლო ორგანიზაცია ACA-ს რუსმა მებრძოლმა, ტიმურ ვალიევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა:

"ზაბიტი ძალიან კარგად მუშაობდა დაბალი სიმაღლის ბიჭებთან. ის კარგი მოკრივეცაა და მისთვის დარტყმის მიყენება რთულია. ვფიქრობ, ზაბიტი თოფურიასთან სამრაუნდიან ბრძოლაში დიდი ფავორიტი იქნებოდა. მას მაქს ჰოლოუეისთან უფრო გაუჭირდებოდა ჩხუბი, ვიდრე ილია თოფურიასთან.“ 

"ზაბიტს ბევრჯერ ვეჩხუბე და მასთან ბრძოლა ყოველთვის რთული იყო. ჩემი ერთადერთი უპირატესობა ის იყო, რომ როდესაც ბრაზდებოდა, მთელი ძალით იწყებდა დარტყმას. მე კი ვიცოდი, რომ ამ დროს დაიღლებოდა. ან მესამე რაუნდში ვურტყავდი, ისიც იმიტომ რომ ორი რთული რაუნდის შემდეგ უფრო მეტი შანსი მქონდა. თუმცა, სხვა მხრივ, მისი დამარცხება ძალიან რთული იყო.“ - განახადა მან.

ვალიევის თქმით, ზაბიტი დაბალი სიმაღლის მეტოქეებთან განსაკუთრებულად კარგად მუშაობდა, იყო ტექნიკურად გამართული მოკრივე და დარტყმის მიღება მისთვის რთული იყო. მისი აზრით, ზაბიტი თოფურიასთან სამრაუნდიან ბრძოლაში აშკარა ფავორიტი იქნებოდა

Facebook კომენტარები