როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურია მსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია, მან ჩარლზ ოლივეირას დანოკუტებით ქამარი ჩაიბარა.
ქართველი მებრძოლის გამარჯვების შემდეგ სომეხი მებრძოლი, არმან ცარუკიანი მედიაში სხვადასხვა გზით ცდილობს, რომ ილია დააკნინოს.
რამდენიმე საათის წინ კი სოციალურ ქსელში ცარუკიანმა ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:
“ვის უნდა აცნობოს, რომ ის მაკგრეგორის Alibaba-ს ვერსიას ჰგავს” - წერს სომეხი მებრძოლი და ფოტოს აქვეყნებს:
ცარუკიანის გამოქვეყნებული ფოტო
აქვე შეგახსენებთ, რომ არმანი სატიტულო ბრძოლას ზურგის ტკივილის გამო ჩაეხსნა.