UFC-ში დოპინგკონტროლი მკაცრად მიმდინარეობს — 2025 წელს უკვე 2 933 ნიმუშია აღებული და 709 მებრძოლი შემოწმდა, საშუალოდ თითოეულზე 4.1 ტესტი მოდის.
ყველაზე ხშირად სუპერ მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი შემოწმდა — მან 10 ტესტი ჩააბარა და ერთადერთია, ვინც ორნიშნა ნიშნულს მიაღწია.
შემდეგ მოდის არმან ცარუკიანი (8 ტესტი). ილია და ალექსანდრე თოფურიებმა თითოეულმა ოთხჯერ ჩააბარეს, ხოლო რომან დოლიძემ და გიგა ჭიკაძემ — სამჯერ.
დვალიშვილი მალე უბრუნდება ოქტაგონს: იგი სუპერ მსუბუქი წონის ქამარს კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ UFC 320-ზე, 5 ოქტომბერს (თბილისის დროით) დაიცავს.