2 კვირის და 5 დღის წინ
სახელი უცნობია
Aa

ოფიციალურად ლაშა გურული მსოფლიო ჩემპიონატს ჩაეხსნა - მიზეზი ცნობილი

ქართველი მოკრივე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარ ფინალში არის გასული, სამწუხაროდ, ტურნირს ეხსნება:

დავიწყებ მადლობით!

პირველ რიგში მადლობა უფალს 

ყველაფრისთვის რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში.

მადლობა ჩემს ოჯახს, მადლობა ჩემს გულშემატკივარს, რადგან წლების განმავლობაში ვხედავ და ვგრძნობ უამრავ სითბოს,დაფასებას და სიყვარულს ! 

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს,

იცით რომ ნახევარფინალში ვარ,

რაც იმას ნიშნავს, რომ

გავინაღდე ბრინჯაოს მედალი.

თუმცა სამედიცინო კვლევის,ექიმის და გუნდის გადაწყვეტილებით,მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ ბრძოლაში სამწუხაროდ ვერ მივიღებ მონაწილეობას,რადგან ტრავმირებული ხელით მომიწია სამივე ბრძოლის ჩატარება ! 

ბუნებრივია ბრძოლიდან ბრძოლამდე 

იმ მდგომარეობამდე მივიდა რომ შეუძლებელი გახდა ჩემპიონატის გაგრძელება !

6 წლის განმავლობაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებიდან, ოლიმპიური თამაშებიდან მედლის გარეშე არ დავბრუნებულვარ.

ენით აუწერელი სიხარული და სიამაყეა, როდესაც კვარცხლბეკზე დგომისას ქართულ დროშას ვუყურებ, კიდევ ერთხელ ვგრძნობ რამდენად ბევრს ნიშნავს ჩვენი დროშა და ჩვენი სამშობლო.

თუმცა, ამჯერად მიზანშეწონილია გავივიარო სრული რეაბილიტაცია, რადგან დაგიბრუნდეთ ბევრად ძლიერი 

წინ  დიდი გზა გვაქვს.

პროფესსიონალური კარიერა და მომავალი ოლიმპიური თამაშები 2028 - წერს ლაშა გურული.

აქვე გეტყვით, რომ ლაშამ ზედიზედ 3 მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

Facebook კომენტარები