2 კვირის და 4 დღის წინ
სახელი უცნობია
Aa

ილია თოფურია კრივში? - რა პასუხი გასცა დანა ვაითმა

ტერენს კროუფორდისა და კანელო ალვარესის ორთაბრძოლას თავად დენა უაითი პრომოუტირებს. ფანებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე UFC-ის პრეზიდენტს მოულოდნელი კითხვა დაუსვეს, სადაც ილია თოფურიასაც ახსენეს.

ჟურნალისტმა იკითხა: „მსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ამბობს, რომ კროუფორდს პირველივე ბრძოლაში დაანოკაუტებს. შესაძლებელია თუ არა UFC-სა და კრივს შორის ისევ ვნახოთ მსგავსი სპექტაკლი, როგორიც მაკგრეგორისა და მეივეზერის დაპირისპირება იყო?“

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდება,“ – უპასუხა დენა უაითმა.


Facebook კომენტარები