UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ WOW-ის ღონისძიების პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
„სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, როდის ვიჩხუბებ. ამ საკითხზე ვმუშაობთ და ორგანიზაციასთან მოლაპარაკებები გვაქვს, რათა მიმდინარე და მომდევნო წლისთვის კალენდარი დავარეგულიროთ. ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით. ამ მომენტისთვის, ისიც არ ვიცი, მომდევნო მეტოქე ვინ იქნება,“ – განაცხადა თოფურიამ.