ლივერპულში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოკრივემ ლაშა გურულმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
65 კგ წონით კატეგორიაში მან ინდოელი აბჰინაშ ჯამვალი დამაჯერებლად დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, რითაც მინიმუმ ბრინჯაოს მედალი უკვე გარანტირებული აქვს.
გურულის მთავარი მიზანი ფინალში გასვლა და მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლაა, რაც მას 100 000–200 000 დოლარის პრიზის მოპოვების შანსს მისცემს.