1 წლის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

გაქცევაც ამას ჰქვია - ისლამ მახაჩევის მწვრთნელი კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა

ისლამ მახაჩევის მწვრთნლემა, ხავიერ მენდეზმე ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მებრძოლზე ისაუბრა.

მან ილია თოფურიაც ახსენა და ქართველი მიერ დივიზიონის შეცვლას გამოეხმაურა:

"სავარაუდოდ, ისლამს კარიერის დამთავრებამდე 3 ბრძოლა დარჩა.
რაც შეეხება თოფურიას, ზედა წონაში ასვლა ილიას გამოჩენამდე ბევრად ადრე გვქონდა გადაწყვეტილი", - განაცხადა მენდეზმა.

თუ ისლამი კარიერას მართლა 3 ბრძოლა დაასრულებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი და ილიას დაპირისპირება, რომელც დაღესტნელის მხარის გარდა ყველას სურს, ოდესმე ვიხილოთ.

აქვე შეგახსენებთ, რომ მახაჩევი 33 წლისაა და ილიას მსგავსად დივიზიონი მანაც შეიცვალა.