ჩინეთის ქალაქ შანხაიში გამართული UFC Fight Night 257-ის ორთაბრძოლა ალჯამეინ სტერლინგის გამარჯვებით დასრულდა.
5-რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ იამაიკელმა მებრძოლმა ბრაიან ორტეგა მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.
დაპირისპირების დასრულების შემდეგ, ალჯომ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"საკუთარი შესაძლებლობები ქვემსუბუქ წონით დივიზიონშიც დავამტკიცე და სულ ახლახანს ბრაიან ორტეგა დავამარცხე.
"პატივს ვცემ ალექსანდრ ვოლკანოვსკის, რომელიც საოცარი ადამიანია. ისევე როგორც მე, ავსტრალიელიც 36 წლისაა და გთხოვთ, გვაბრძოლეთ ქამრისთვის მოხუცი ბიძიები.
"რაც შეეხება 34 წლის ლერონ მერფის, მას საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად დრო კიდევ ექნება", - თქვა სტერლინგმა.