უკვე დიდი ხანია, რაც ხალხი ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის ბრძოლას UFC-ს ისტორიაში ყველაზე დიდ დაპირისპირებად აღიქვამს.
რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე საუბრები დღითიდღე იმატებს.
ამჯერად აღნიშნულ საკითხზე თავად მახაჩევი ალაპარაკდა:
"მე მაინტერესებს თოფურიასთან ბრძოლა, შესაძლოა, ეს სუპერბრძოლა მოვაწყოთ.
"თუ რა წონაში შედგება ეს დაპირისპირება, მოგვიანებით გავიგებთ", - თქვა მახაჩევმა.