UFC-ის ლეგენდამ ხაბიბ ნურმაგომედოვმა Match TV-სთან ინტერვიუში კრიშტიანო რონალდუსთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
"რონალდუსთან ყოველი მატჩის შემდეგ ვურთიერთობ. ის Instagram-ის საშუალებით გავიცანი. დაღესტანში დავპატიჟებდი, მაგრამ მისთვის დაცვის დაქირავება მომიწევს.
"არ ვიცი, მისი სიცოცხლის დაცვას მოვახერხებ თუ არა", - განაცხადა ნურმაგომედოვმა.
ცნობისთვის, რონალდუ და ხაბიბი ერთმანეთს პირველად 2018 წლის თებერვალში შეხვდნენ და საჩუქრებიც გადასცეს.
პორტუგალიელმა ტრადიციული ქუდი მიიღო, დაღესტნელმა მებრძოლმა კი - მაისური რონალდუს ავტოგრაფით.