მერაბ დვალიშვილისა და კორი სენდჰეგენის ბრძოლის წინ შონ ო'მალიმ "SHAK MMA"-სთან YouTube გადაცემაში საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"ერთი სული მაქვს ამ ჩხუბს როდის ვნახავ. თითქოს მერაბი ფურცელზე საშიშად არ გამოიყურება და თითქოს მისი გამოჭერაც შესაძლებელია.
"ეს მეც თითქმის გამომივიდა. რამდენჯერმე ძლიერი მუხლი, მარცხენა ხელი და რამდენიმე ძლიერი დარტყმა ავაცილე. მას უცნაური თაიმინგი აქვს.
"გარდა ამისა, მერაბი საოცრად ძლიერია. ამის ხარჯზე შენი მიწაზე გაკონტროლება არ უჭირს და იმ შემთხვევაშიც თუ წამოდექი, პოზიციის დაბრუნებაში შესანიშნავია.
"მაინტერესებს კორი შეძლებს თუ არა ამ ყველაფერისგან თავის დაცვას, მაგრამ", - თქვა შუგამ.