UFC-ის სომეხმა მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა ერთ-ერთ ჟურნალისტთან ინტერვიუ ჩაწერა.
მან კვლავ ილია თოფურიასთან დაკავშირებით ისაუბრა:
"ილია თოფურიას ველოდები. მას იანვარში სურს ჩხუბი და თუ UFC მეტყვის, რომ მანამდე ერთი ბრძოლა გავმართო, არანაირი პრობლემა არ მექნება. თოფურიამ იცის, რომ მსუბუქ წონით დივიზიონში ყველაზე ძლიერი მებრძოლი ვარ. ილია ხვდება, რომ სერიოზულ პრობლემებს შევუქმნი და ურჩევნია, პედის ან გეიჯის ეჩხუბოს, რათა მარტივი ფული გააკეთოს. მე სწორედ ამიტომ გამირბის.
რა რეაქცია ჰქონდა ხალხს იხვისა და ძაღლის ვიდეოებზე? სასაცილო ვიდეოები იყო და მხარს მიჭერენ. მათ იციან, რომ სატიტულო ორთაბრძოლას ყველაზე მეტად ვიმსახურებ. ილიას მივმართავ, ჩემთან ჩხუბს მაქსიმალურად სწრაფად დათანხმდი, თორემ კიდევ უამრავი ვიდეო მაქვს, რომელთა გამოქვეყნებაც შემიძლია. თუ დათანხმდები, აღარაფერს გამოვაქვეყნებ".