UFC-ის ინგუშმა მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.
მან საქართველოს შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა:
"ინგუშებსა და ქართველებს დიდი მეგობრული ისტორია გვაკავშირებს. ამიტომაც მყავს ქომაგების პატარა ნაწილი საქართველოშიც.
როგორც ვიცი, კავკასიაში მხოლოდ ეს ორი ერია, რომლებსაც ერთმანეთთა დაპირისპირება არ ჰქონიათ. იცით, მამაჩემი და მისი თაობის წარმომადგენლები მუდამ მეუბნებოდნენ, რომ ქართველისგან კარგი მეგობარი დადგება, ამის საწინააღმდეგოს კი მე ვერაფერს ვხედავ", - განაცხადა ევლოევმა.