1 დღის და 15 საათის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

პიოტრ იანი დიდ გულზეა - რა განცხადებას აკეთებს რუსი მებრძოლი მერაბ დვალიშვილზე

UFC-ის მებრძოლმა, პიოტრ იანმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

კერძოდ, რუსმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილთან რემატჩის სურვილი გამოთქვა.

"მერაბთან პირველი ბრძოლის დროს ჩათვალე, რომ ერთი ხელი არ მქონდა. ვერც არტყავ, ვერც თავს იცავ, ვერც ბლოკში დგები. მიმაჩნია, რომ მერაბის დამარცხება შემიძლია.

"თუ სათანადოდ ვიქნები მომზადებული, მას კარგ ბრძოლას გავუმართავ", - თქვა იანმა.

ცნობისთვის, მერაბი და იანი ერთმანეთს 2023 წლის მარტში შეხვდნენ, სადაც "ქართველმა მანქანა" მეტოქე უბრალოდ გაანადგურა.



Facebook კომენტარები