11 საათის და 36 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

UFC-ის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ანალიტიკოსმა მერაბს ბოდიში მოუხადა

როგორც მოგეხსენებათ, UFC 319-ის ღონისძიებაზე ხამზად ჩიმაევმა დუ პლესისი დააამრცხა და საშუალო წონის ახალი ჩემპიონი გახდა.

ბრძოლით UFC-ის მაყურებელთან უდიდესი რიცხვი ძალიან უკმაყოფილო დარჩა.

MMA-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანალიტიკოსი, MMA Guru სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც მერაბ დვალიშვილს ბოდიშს უხდის.

მას ადრე დაწერილი აქვს, რომ მერაბი არასანახაობრივად ჩხუბობს, რაც UFC-ის არ უხდება, ამ და კიდევ სხვა ბრძოლების ნახვის შემდეგ კი MMA Gurum-მ აზრი შეიცვალა:

"არ მჯერა, რომ ამას ვამბობ, მაგრამ მერაბ დვალიშვილთან ბოდიში მაქვს მოსახდელი. ვერ ვხვდებოდი, თუ რამდენს ცდილობდი, რომ ბრძოლები სანახაობრივი და გასართობი გაგეხადა. ჩიმავეი - დუ პლესის ბრძოლამ საბოლოოდ თვალი ამიხილა. მერაბ, შენ ყველაფრის შემდეგ ძალიან საინტერესო ხარ", - წერს ანალიტიკოსი.

Facebook კომენტარები