1 საათის და 53 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ცნოიბლია - რა თანხას გამოიმუშავებენ დრიკუს დუ პლესი და ხამზატ ჩიმაევი ბრძოლით

UFC 319-ზე გულშემატკივრებს ელოდებათ ხამზატ ჩიმაევისა და დრიკუს დუ პლესის დაპირისპირება. 

გარდა სპორტული ინტერესისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფინანსური სარგებელი, რასაც ორივე მებრძოლი ამ შეხვედრიდან მიიღებს. 

როგორც ირკვევა, ორივე მათგანი სოლიდურ ჰონორარს მიიღებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის მათ კარიერულ შემოსავლებს.

დრიკუს დუ პლესი, რომელიც მოქმედი ჩემპიონია, როგორც წინა ბრძოლაში შონ სტრიკლანდის წინააღმდეგ, ახლაც დაახლოებით 3 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. მთავარი უპირატესობა, რომელსაც სამხრეთაფრიკელი ფლობს, არის PPV-პუნქტები (Pay-Per-View), რაც მის ჰონორარს დამატებით ზრდის და საბოლოო შემოსავალს კიდევ უფრო სოლიდურს ხდის.

რაც შეეხება ხამზატ ჩიმაევს, მიუხედავად იმისა, რომ ის PPV-პუნქტებს ვერ იღებს, მისი ჰონორარიც შთამბეჭდავია. ბოლო ბრძოლაში რობერტ უიტეკერის წინააღმდეგ ჩიმაევმა მილიონ დოლარზე ოდნავ მეტი მიიღო. ახლა, როდესაც საქმე ტიტულის ბრძოლას ეხება, ვარაუდობენ, რომ მისი ანაზღაურება კიდევ გაიზრდება და წუბა თანხას აუცილებლად გადააჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ ხამზატმა უკვე ხუთჯერ მოიპოვა 50 ათას დოლარიანი ჯილდო საუკეთესო შესრულებისთვის, რაც მის ჯამურ შემოსავალს მნიშვნელოვნად ზრდის.

ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირება 17 აგვისტოს, ჩვენი დროით დილის 8 საათზეა დაგეგმილი.


Facebook კომენტარები