როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერდიოდში არმან ცარუკიანი ილია თოფურიასთან შეხვედრას აქტიურად ითხოვს.
ამჯერად სომეხმა მებრძოლმა დაასახელა, თუ როგორ დაამარცხებს იგი ქართველს:
,,როგორ წარიმართება ჩემი და ილიას ჩხუბი?
ოქტაგონში შევალ, პარტერში გადავიყვან და იდაყვების წყალობით ტექნიკური ნოკაუტით მოვუგებ. პირველ რაუნდში დავაფინიშებ. თოფურია გრძნობს, რომ ჩემთან წააგებს. მას ურჩევნია, ქამარი ვაკანტური გახადოს და მაღალ წონით დივიზიონში გადავიდეს. მან იცის, რომ მისთვის სერიოზული პრობლემა ვარ და ტიტულს აუცილებლად წავართმევ. ის ჩემთან ჩხუბს რომ თავს არიდებს ეს აშკარაა."
ცნობისთვის, ცარუკიანი მახაჩევთან ბრძოლას ზურგის ტკივილის გამო ჩაეხსნა.