2 დღის და 17 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ოლივეირას გულახდილი სიტყვები - რა გააკეთა ბრაზილიელმა ლეგენდამ თოფურიასთან წაგების შემდეგ

UFC-ის ბრაზილიელმა მებრძოლმა, ჩარლზ ოლივეირამ ილიას თოფურიასთან მარცხი გაისხენა:

"ილიასთან გამართული ჩხუბის შემდეგ ექიმებმა მითხრეს, რომ დამატებით ორი დღით დავრჩენილიყავი. მათ დავუჯერე და აღმოჩნდა, რომ ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი კარგად იყო. მინდოდა, რვაკუთხედში რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნებულიყავი და მზად ვარ.

ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება და ძალიან რთულმა მეტოქემ დამაფინიშა. სახლში დამწუხრებული დავბრუნდი, ვიტირე და განრისხებული ვიყავი, თუმცა ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ: „დაჭრილი ლომი - ისევ ლომია.“ 12 ოქტომბერს განახებთ, რომ ჩემი ისტორია ჯერ არ დასრულებულა", - განაცხადა ოლივეირამ.

Facebook კომენტარები