მას შემდეგ, რაც ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირასთან მსუბუქი წონის ჩემპიონობა მოიპოვა, "ელ მატადორთან" ბრძოლის სურვილი არაერთმა მებრძოლმა გამოთქვა.
ერთ-ერთი ასეთი არმან ცარუკიანია, რომელიც ქართველთან შეხვედრას აქტიურად ითხოვს.
აღსანიშნავია, რომ სომეხმა მებრძოლმა თოფურიაზე დამცინავი განცხადება გააკეთა.
"დღის სახალისო ფაქტი ილიაზე: თოფურიას პიკში მყოფ მებრძოლთან არასდროს უჩხუბია", - ამბობს ცარუკიანი.
ბუნებრივია, ამით არმანმა ხაზი ალექანდრ ვოლკანოვსკის, მახ ჰოლოუეის და ჩარლზ ოლივეირას ასაკს გაუსვა ხაზი, რომლებიც ილიამ საოცრად დაანოკაუტა.