4 დღის და 17 საათის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"ეს ზედმეტად გადაფასებულია, ხალხი მხოლოდ სახელებს უყურებს" - რა თქვა ჰოლოუეიმ თოფურიაზე

მას შემდეგ, რაც ილია თოფურია ორი წონის ჩემპიონი გახდა, მაყურებელთა უდიდესმა ნაწილმა მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

თუმცა, "ელ მატადორის" ყოფილი მეტოქე, მაქს ჰოლოუეი აღნიშნავს, რომ ქართველის გამარჯვებები ზედმეტად გადაფასებულია და ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა.

"ილიას მოგებების სერია ზედმეტად გადაფასებულია, ხალხი მხოლოდ სახელებს უყურებს.

"ვოლკს მძიმე პერიოდი ჰქონდა, შემდეგ მე მომიგო, შემდეგ ჩარლზს, რომელსაც მგონი 1-მოგებიანი გამარჯვების სერია ჰქონდა", - თქვა ჰოლოუეიმ.

შეგახსენებთ, რომ ილია მაქსი 2024 წლის ოქტომბერში ნოკაუტით დაამარცხა.


Facebook კომენტარები