როგორც მოგესხენებათ, 10 აგვისტოს რომან დოლიძემ ენტონი ერნანდესთან ბრძოლა გამართა და მეოთხე რაუნდში საბმიშენით დამარცხდა.
როდესაც ქართველი მებრძოლი ოქტაგონზე გამოდიოდა, ტრადიციულად, ეკრანზე მისი წარსადგენი სუბტიტრები იყო გამოტანილო.
ამ სუბტიტრებზე ეწერა, რომ ის UFC-ის 3 ქართველი მებრძლიდან ერთ-ერთია, რაც უხეშ შეცდომაა.
UFC-ში ამჟამად 5 ქართველი მებრძოლი ირიცხება:
ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, რომან დოლიძე, გიგა ჭიკაძე და ალექსანდრე თოფურია.
ამ სიას სულ მალე ლევან ჩოხელიც დაემატება, რომელმაც დაადასტურა, რომ ორგანიზაციაში დებიუტი სულ მალე ექნება.