როგორც მოგეხსენებათ, სულ მალე რომან დოლიძე ენტონი ერნანდესს UFC-ს ეგიდით დაუპირისპირდება.
ბრძოლის წინ, ქართველმა სპორტსმენმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"მას წნეხი და ძირს ჩაყვანა უყვარს, თუმცა მას ისეთი არაფერი აქვს, რისთვისაც მზად არ ვარ.
"მე გრეპლერი ვარ, UFC-ში საბმიშენით მოგება არ მაქვს, მაგრამ ვინ იცის, ეს პირველი იყოს და შესაძლოა მოხდეს.
"ის კარგი მებრძოლი და ათლეტია, მას შვიდმოგებიანი სერია აქვს და კარგ მეტოქეებს შეხვდა, თუმცა ეს ჩემთვის მორიგი ბრძოლაა და მე ყველაფრისთვის მზად ვარ

"თუ სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, მაშინ უნდა ვთქვა, რომ ამ ბრძოლის შემდეგ ვიმსახურებ ისეთ ბრძოლას, რომელიც სატიტულო შანსთან მიმაახლოვებს", - თქვა რომანმა.
ცნობისთვის, აღნიშნული ბრძოლა 10 აგვისტოს შედგება.