1 დღის და 1 საათის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ჩაინიშნება ბრძოლა? - რა ინფორმაცია გავრცელდა ალექსანდრე თოფურიაზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ბრაის მიტჩელმა ალექსანდრე თოფურიასთან ჩხუბის ინტერესი გამოხატა.

აღსანიშნავია, რომ UFC-ში ქართველის დებიუტი თებერვალში, UFC 312-ზე შედგა, სადაც "კონკისტადორმა" ავსტრალიელი კოლბი თიქნესი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. 

გამოცემა "AS"-ის ინფორმაციით, მიტჩელთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ ბრაისს სურს, რომ ალექსანდრეს დაუპირისპირდეს. 

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია და ბრაის მიტჩელი ერთმანეთს 2022 წლის დეკემბერში შეხვდნენ და მაშინ, ქართველმა მებრძოლმა მეორე რაუნდში გაიმარჯვა. 

რაც შეეხება ალექსანდრეს, მისი რეკორდი MMA-ში 6 მოგება და 1 წაგება არის.

Facebook კომენტარები