რომან დოლიძე UFC-ს ოქტაგონს ბრუნდება და მიზნად ისახავს მებრძოლთა ელიტურ კლუბს შეუერთდეს — იმ მებრძოლებს, რომელთაც UFC-ში 10 გამარჯვება აქვთ მოპოვებული.
ამ მიზნის მისაღწევად, ქართველს წინ ურთულესი გამოცდა ელოდება: 9 აგვისტოს, იგის ამერიკელ ენტონი ჰერნანდესს დაუპირისპირდება.
საგულისხმოა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის გახდება მეორე ქართველი მებრძოლი, რომელმაც UFC-ში ისტორიაში 10 მოგებამდე მიაღწია.
პირველი ასეთი მებრძოლი მერაბ დვალიშვილია, რომელიც სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარს 2024 წლის სექტმებრიდან ატარებს.
ასე და ამგვარად, რომანს მორიგი უდიდესი შედეგის დაფიქსირება შეუძლია.