2 კვირის და 1 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ვშიშობდი, რომ მახაჩევი ილიასთან ბრძოლაზე უარს იტყოდა" - დანიელ კორმიეს განცხადება

UFC-ის ლეგენდამ, დენიელ კორმიემ ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ყოფილმა ჩემპიონმა, ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა:

"მიხარია, რომ ისლამი თოფურიასთან ბრძოლის შესაძლებლობას განიხილავს. მეშინოდა, რომ ის არ მოისურვებდა ილიასთან ჩხუბს იმის გამო, რაც ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის შემთხვევაში მოხდა.

არ ვიცი, რამდენად ავლებს ის ამ პარალელს, მაგრამ მაშინ მოსამზადებელ „კემპში“ ჩვენ ყველანი ვიყავით და იმან, რაც კონორმა ხაბიბის მამაზე და მათ რელიგიაზე თქვა, ძალიან გაგვაბრაზა. არ ვიცი, როგორ მოიქცევა ილია თოფურია, მაგრამ მაშინ დაძაბულობა პიკს აღწევდა“.

Facebook კომენტარები