UFC-ს ჩემპიონმა, დრიკუს დუ პლესმა ილია თოფურიაზე მედიასთან საინტერესო კომენატარი გააკეთა.
"ილიას გამო ბედნიერი ვარ. UFC-ში სადებიუტო ბრძოლა ერთსა და იმავე ღონისძიებაზე ჩავატარეთ და გასახდელში ჩემთან ერთად იმყოფებოდა.
"დარწმუნებული ვარ, UFC-ის დიდების დარბაზში შევა. ის პირველი დაუმარცხებელი მებრძოლია, რომელმაც ორი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა.
"მას უდიდეს პატივს ვცემ. სამი ლეგენდა დაანოკაუტა და საოცარი მებრძოლია. ჩემი აზრით, UFC-ში ერთ-ერთი საუკეთესოა - თუ საუკეთესო არა", - თქვა დრიკუსმა.