5 დღის და 22 საათის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

მერაბ დვალიშვილი: “საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, მაგრამ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ”

UFC-ს ქართველმა ჩემპიონმა ინტერვიუში რუს ხალხთან დაკავშირებით ისაუბრა.

”საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა,მაგრამ მისი გარკვეული ტერიტორიები,როგორიცაა აფხაზეთი,რომელიც საქართველოს ძალიან ლამაზი მხარეა,ოკუპირებულია რუსეთის მიერ.მეორე ლამაზი მხარე კი სამხრეთ ოსეთია,რომელიც ასევე ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მე ვიყავი 17 წლის,როდესაც რუსებმა დაბომბეს საქართველო და მოკლეს უამრავი ქართველი. ომი ყოველთვის ძალიან ცუდია და რუსეთი უბრალოდ მჩაგვრელია. რუსი ხალხი მოდის ჩვენს ქვეყანაში,მათ ჩვენ კარგად ვექცევით,რადგან ყველა რუსთან ჩვენ არ გვაქვს პრობლემა,მაგრამ ჩვენ პრობლემა გვაქვს პოლიტიკოსებთან და იმ ცუდ რუსებთან,რომლებიც ჩვენს ქვეყანას პატივს არ სცემენ.”





Facebook კომენტარები