როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა გათიშა და მსუბუქი წონის ქამარი მოიგო.
ნოკაუტთან დაკავშირებით ბრაზილიელმა მებრძოლმა მედიასთან ისაუბრა:
“ილია თოფურია ყველაზე ძლიერი მებრძოლია, ვისაც აქამდე შევხვედრივარ. ყველაზე მძლავრად ის მირტყავდა. ამის უარყოფას არ შეიძლება.
კი,მე სხვებისგანაც მიმიღია მაგარი დარტყმები და ნოკდაუნშიც ვყოფილვარ ისეთი მებრძოლებისგან, როგორებიც: გეიჯი, ჩენდლერი და პორიე არიან, მაგრამ ახლა პირველად გავითიშე. ეს რაღაც ახალი იყო. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი რომ ვერ მივხვდი რა მოხდა.” - ჩარლზ ოლივეირა