1 თვის წინ
სახელი უცნობია
Aa

“ამის უარყოფა არ შემიძლია…” - ჩარლზ ოლივეირა ილია თოფურიაზე

როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა გათიშა და მსუბუქი წონის ქამარი მოიგო.

ნოკაუტთან დაკავშირებით ბრაზილიელმა მებრძოლმა მედიასთან ისაუბრა:

“ილია თოფურია ყველაზე ძლიერი მებრძოლია, ვისაც აქამდე შევხვედრივარ.  ყველაზე მძლავრად ის მირტყავდა. ამის უარყოფას არ შეიძლება.

კი,მე სხვებისგანაც მიმიღია მაგარი დარტყმები და ნოკდაუნშიც ვყოფილვარ  ისეთი მებრძოლებისგან, როგორებიც: გეიჯი, ჩენდლერი და პორიე არიან, მაგრამ ახლა პირველად გავითიშე. ეს რაღაც ახალი იყო. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი რომ ვერ მივხვდი რა მოხდა.” - ჩარლზ ოლივეირა


Facebook კომენტარები