5 საათის და 7 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"90%-ით ილიას შემდეგი მეტოქე ის იქნება" - თოფურიას მენეჯერის განცხადება

UFC-ის ქართველი ორმაგი ჩემპიონის, ილია თოფურიას მენეჯერმა, ლუკაშ ორზელმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.

მან ილიას მომავალ გეგმებსა და მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა:

"ილიას ქვესაშუალო წონაში გადასვლა? მესამე ქამრის მოპოვება დროის საკითხია. ამ ეტაპზე, UFC-ის პირობა მივეცით, რომ მსუბუქ წონაში დავრჩებით. ახლა, მოუთმენლად ველოდებით ვინ გახდება ყველაზე დამსახურებული კანდიდატი.

ამ დოისთვის, ამასთან ყველაზე ახლოს ჯასტინ გეიჯია, მაგრამ დრო გვიჩვენებს, იქნება თუ არა ილიას მომდევნო მეტოქე“, - განაცხადა ილიას მენეჯერმა.

Facebook კომენტარები