მას შემდეგ, რაც ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირასთან მსუბუქი წონის ჩემპიონობა მოიპოვა, "ელ მატადორთან" ბრძოლის სურვილი არაერთმა მებრძოლმა გამოთქვა.
ერთ-ერთი ასეთი არმან ცარუკიანია, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა ქართველთან შეხვედრას აქტიურად ითხოვს.
აღსანიშნავია, რომ სომეხმა მებრძოლმა თოფურიაზე ამჯერად დამცინავი პოსტი გამოაქვეყნა.
"დღის სახალისო ფაქტი ილიაზე: თოფურიას პიკში მყოფ მებრძოლთან არასდროს უჩხუბია", - წერს სოციალურ ქსელში ცარუკიანი.
ამას ილიამ უპასუხა:
ამით ფაქტობრივად ამბობს, რომ არ ვებრძოლო, რადგან თავადაც არ არის პრაიმში. ბოლო ბრძოლასაც კი ჩაეხსნა. ფიქრობს, რომ ამ ლაპარაკით მიზანს მიაღწევს, მაგრამ საყინულეში დიდხანს მოუწევს ყოფნა.