6 საათის და 17 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

თოფურია UFC-ის მალე დატოვებს - რა არის ამის მიზეზი

UFC=ის ყოფილმა ჩემპიონმა, დემეტრიუს ჯონსონმა ინტერვიუში ილია თოფურიასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი აზრით, ქართველი ჩემპიონი MMA-ის მალე დატოვებს, მიზეზი კი სპორტიდან საუკეთესოს სახელით წასვლაა:

"ვფიქრობ, ილია თოფურია კიდევ 3-4 ბრძოლას გამართავს, ან მაქსიმუმ 5-ს და შემდეგ გაქრება. ის დაუმარცხებელია და ასეც დარჩება. შეიძლება პოტენციური ხაბიბ ნურმაგომედოვი იყოს", - განაცხადა ჯონსონმა.

ილიას აქამდეც აღუნიშნავს, რომ ის კარიერის გაგრძელებას ბოქსში აპირებს.

Facebook კომენტარები