როგორც მოგეხსენებათ, ბევრი გულშემატკივარი თუ MMA-ს ექსპერტი მიიჩნევს, რომ მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია.
აღნიშნულთან დაკავშირებით UFC-ს მებრძოლმა მარლონ მორაესმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"არ ვფიქრობ, რომ დვალიშვილი ყველა დროის საუკეთესო. სიმართლე გითხრათ, მერაბი დომინიკ კრუზსა და ტი ჯეი დილაშოუზე უკეთესი არაა.
"მიმაჩნია, რომ ისინი დვალიშვილზე წინ დგანან“, - განაცხადა მორაესმა.
აქვე გეტყვით, რომ მორაესი მერაბ დვალიშვილის ყოფილი მეტოქეა, სადაც "ქართველმა მანქანა" ბრაზილიელი მებრძოლი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.