4 დღის და 17 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"მე მას დავანოკაუტებ და ოლივეირასთან ბრძოლას ვეღარ შეძლებს" - პიმბლეტი თოფურიაზე

UFC-ის ბრიტანელმა მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ბოლო ინტერვიუში ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა.

მან განაცხადა, რომ ქართველისა და ჩარლზ ოლივეირას ბრძოლას დაესწრება:

"ლონდონში მე მარტო ვიყავი, ილია კი 9 კაცთან ერთად ცდილობდა თავდასხმას. 

ვეგასში ჩავალ, მაგრამ პრობლემები არ მსურს - მხოლოდ მე, ჩემი მენეჯერი და ოპერატორი ვიქნებით.

თუ მას შევხვდები და სიტუაცია აირცევა, მე მას დავანოკაუტებ და ოლივეირასთან ბრძოლას ვეღარ შეძლებს", - განაცხადა პიმბლეტმა.

Facebook კომენტარები